GEO

ENG

მთავარი
ჩვენს შესახებ
წევრები
სიახლეები
ტურები და ფესტივალები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
აუდიო გალერეა
ტექნიკური რაიდერი
კონტაქტი


ლევილში შეფიცულთა ჰიმნი აჟღერდა

2012 წლის 22 სექტემბერს ლევილში ქართული სათვისტომოს დაარსების 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე ჩვენებურების მიერ შესრულებული შეფიცულთა ჰიმნი აჟღერდა. ქართველი ემიგრანტების თვალსაჩინო წარმომადგენელმა – ოთარ პატარიძემ ლევილში საჯაროდ წაიკითხა ჩვენებურების მიერ სათვისტომოსთვის გაგზავნილი მილოცვის წერილი და ააჟღერა ეს უნიკალური სიმღერა.

ჩვენებურების, ნინო და ოთარ პატარიძეების ამ უნიკალური პროექტის დაუფინანსებლობის გამო, ვერ მოხერხდა ანსამბლის უშუალოდ გამგზავრება და კონცერტის გამართვა საფრანგეთში. მიუხედავად ამისა, ანსამბლი აქტიურად აგრძელებს შეფიცულთა პროექტზე მუშაობას. ამჟამად მუშავდება შეფიცულთა ჰიმნის არანჟირებული ვარიანტი. ასევე აქტიურად მიმდინარეობს ანსამბლ "მერანის" რეპერტუარის შესწავლა.

პარალელურად ჩვენებურები მუშაობს ახალ ალბომზე, რომელშიც შევა ანსამბლის საავტორო სიმღერები და კომპოზიციები.

 

 
Copyright © 2008 Ensemble 'Chveneburebi'. All rights reserved.