GEO

ENG

მთავარი
ჩვენს შესახებ
წევრები
სიახლეები
ტურები და ფესტივალები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
აუდიო გალერეა
ტექნიკური რაიდერი
კონტაქტი


შეფიცულთა ჰიმნი

2012 წლის 22 სექტემბერს საფრანგეთში, ლევილში აღინიშნება ქართული სათვისტომოს 90 წლის იუბილე. აღნიშნულ ღონისძიებებზე მიწვეულია ანსამბლი „ჩვენებურები“, რომელიც მსმენელის წინაშე წარდგება საკუთარი რეპერტუარით და ასევე შეასრულებს „შეფიცულთა“ სიმღერას.

safrangeti.jpg

სიმღერა დაიწერა მეტეხის ციხეში საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი სიკვდილმისჯილი ქართველი მეომრების მიერ 1924 წლის აჯანყების მოვლენებთან დაკავშირებით

აღნიშნული სიმღერა "ჩვენებურების" წევრებს შეასწავლა საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა ემიგრანტმა, არაერთი ქართული საქმის სულის ჩამდგმელმა - ოთარ პატარიძემ, რომელიც 1962 წლიდან საფრანგეთში ხელმძღვანელობდა ემიგრანტი ქართველებისაგან შემდგარ ფოლკლორულ ანსამბლს "მერანი"

ღონისძიებების ფარგლებში "ჩვენებურები" გეგმავს ანსამბლ "მერანის" ჯერ კიდევ ცოცხალ წევრებთან ერთად შეასრულოს რამდენიმე სიმღერა მათივე რეპერტუარიდან; ხოლო, დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიების შემთხვევაში – საერთო ალბომის ჩაწერას, სადაც "შეფიცულთა" სიმღერის გარდა შევა ის სიმღერები, რომლებიც სრულდებოდა ანსამბლ "მერანის" მიერ გასულ საუკუნეში და უცნობია ქართული საზოგადოებისთვის

ამ უმნიშვნელოვანესი საქმის განხორციელების შემთხვევაში საპატრიარქოს ტელევიზია გეგმავს დოკუმენტური ფილმის გადაღებას. იდეისა და პროექტის ავტორი გახლავთ ნინო პატარიძე

 
Copyright © 2008 Ensemble 'Chveneburebi'. All rights reserved.