GEO

ENG

მთავარი
ჩვენს შესახებ
წევრები
სიახლეები
ტურები და ფესტივალები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
აუდიო გალერეა
ტექნიკური რაიდერი
კონტაქტი


ჩვენებურები სოფელ ხოვლეში

2012 წლის 17 ივნისს ჩვენებურების წევრები იმყოფებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში, სადაც შეხვდნენ ადგილობრივ ახალგაზრდობას და გაიმართა მცირე კონცერტი.

mediateka_2012.jpg
კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მედიათეკა, რომელიც შეიქმნა ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ დაფინანსებითა და კასპის რაიონის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, რომელიც გამოჩენილ ადამიანთა სახლ-მუზეუმების ბაზაზე საქართველოს რეგიონალური მედიათეკების ქსელის შექმნას ითვალისწინებს. პროექტის სახელწოდებაა: „ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის ბაზაზე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის შექმნა“
 
ჩვენებურების შეხვედრამ ხოვლელ ახალგაზრდებთან მეტად თბილ და მხიარულ გარემოში ჩაიარა. შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა შეგიძლიათ იხილოთ მედიათეკის Facebook-ის გვერდზე:  https://www.facebook.com/IvaneJavakhishvilisMediateka

 
Copyright © 2008 Ensemble 'Chveneburebi'. All rights reserved.