GEO

ENG

მთავარი
ჩვენს შესახებ
წევრები
სიახლეები
ტურები და ფესტივალები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
აუდიო გალერეა
ტექნიკური რაიდერი
კონტაქტი


ჩვენებურები ინდოეთში

ინდოეთში საქართველოს საელჩომ დამოუკიდებლობის დღე და ინდოეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 20 წლისთავი აღნიშნა.

india_2012.jpg

 

 

საქართველოს ელჩმა ბატონმა ზურაბ კაჭკაჭიშვილმა, 26 მაისს, ქ. ნიუ დელიში, სასტუმრო „ლე მერიდიანში" გამართულ ოფიციალურ მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას მთავარი სტუმრის რანგში ესწრებოდა ინდოეთის დედაქალაქის ლეიტენანტ-გუბერნატორი, ბატონი ტაჯენდრა ქჰანა. საზეიმო ღონისძიებაზე მოწვეულ 400-ზე მეტ სტუმართა შორის იყვნენ ინდოეთის მთავრობის, ნიუ დელიში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების და მცირერიცხოვანი ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

მიღებაზე დასასწრებად საქართველოდან ჩამოვიდნენ ფოლკლორული ანსამბლ „ჩვენებურების" წევრები და მოცეკვავეები - ნინო დარახველიძე და ფრიდონ სულაბერიძე-უმცროსი. „ჩვენებურებმა" ცოცხლად შეასრულეს ინდოეთის და საქართველოს ეროვნული ჰიმნები. შესრულებულმა სიმღერებმა და ცეკვებმა დამსწრე საზოგადოების საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. სტუმრებმა დააგემოვნეს სხვადასხვა სახის ქართული ღვინოები და საქართველოდან მოწვეული შეფ მზარეულის მიერ მომზადებული კერძები.

27 და 28 მაისს გაიმართა ჩვენებურების სოლო კონცერტები ქალაქ ჯაიპურსა და ნიუ დელიში. აღსანიშნავია, რომ ანსამბლი განსხვავებული და ქორეოგრაფიული ელემენტებით გამდიდრებული რეპერტუარით წარდგა ინდური პუბლიკის წინაშე, რამაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.

 

 
Copyright © 2008 Ensemble 'Chveneburebi'. All rights reserved.