GEO

ENG

მთავარი
ჩვენს შესახებ
წევრები
სიახლეები
ტურები და ფესტივალები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
აუდიო გალერეა
ტექნიკური რაიდერი
კონტაქტი


ჩვენებურები სამარყანდში

22-31 აგვისტოს ჩვენებურები გასტროლებზე იმყოფებოდა უზბეკეთში მუსიკალურ კონკურსზე – "შარქ ტარონალარი", რომელიც უძველეს ქალაქ სამარყანდში გაიმართა.

turne_01.jpg
ფესტივალზე მსოფლიოს 56 ქვეყნის ნარჩევი მუსიკოსები მონაწილეობდნენ. რამდენიმე ქვეყანა 3 და მეტი ჯგუფითაც იყო წარმოდგენილი. საქართველოდან აღნიშნულ ფესტივალზე მხოლოდ ჩვენებურები მონაწილეობდა და კონკურსზე საპატიო მესამე ადგილიც დაიკავა. თუ გავითვალისწინებთ მონაწილე ჯგუფების რაოდენობას (60–ზე მეტი) საპრიზო ადგილი პრესტიჟულია, მიუხედავად ამისა, ჩვენებურების წევრები მაინც მეტს ელოდნენ. კონკურსის ფორმატში არ შედიოდა მხოლოდ ფოლკლორული მუსიკა, რამაც ერთიორად გაართულა გრანპრისთვის ბრძოლა.
 
Copyright © 2008 Ensemble 'Chveneburebi'. All rights reserved.