საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ინდოეთში |
ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავი აღნიშნა. 
სასტუმრო „Le Meridien"-ში გაიმართა მიღება, რომელსაც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა ზურაბ კაჭკაჭიშვილმა უმასპინძლა. ღონისძიება ისტორიული მნიშვნელობისაა, ვინაიდან იგი საელჩოს დაარსებიდან ერთ წლის შემდეგ, პირველად გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა, მთავარი სტუმრის რანგში, ინდოეთის დედაქალაქის ლეიტენანტ-გუბერნატორი, ბატონი ტაჯენდრა ქჰანა, ასევე მთავრობის წარმომადგენლები, ინდოეთში აკრედიტებული დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს წრეების და დიასპორის წარმომადგენლები. ღონისძიების მუსიკალურ მხარეს წარმოდგენილი იქნა ანსამბლ ჩვენებურების ფოლკლორული კონცერტით, რამაც საზოგადოების დიდი მოწონება და ქართული კულტურის მიმართ მეტი დაინტერესება გამოიწვია. ანსამბლმა შეასრულა როგორც ინდოეთის, ისე საქართველოს ეროვნული ჰიმნი, რაც განსაკუთრებული სიურპრიზი აღმოჩნდა ინდოელი საზოგადოებისათვის. |