ლევან გიორგის ძე მიქელაძე
დაბადების თარიღი: 1983 წლის 7 ივლისი
წარმოშობა: იმერეთი, სამტრედიის რაიონის სოფელი კულაში
განათლება: 2000 წელს დაამთავრა თბილისის 54–ე საშუალო და მე–16 მუსიკალური სკოლა. 2004 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტი ოკეანოლოგიის სპეციალობით.
კავშირი ფოლკლორთან: ბავშვობიდან მღეროდა მოზარდთა ფოლკლორულ ანსამბლ მძლევარში. 2002 წლიდან 2009 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა ტელეკომპანიებში კინოგახმოვანების ხმის რეჟისორად. პარალელურად უკრავდა სხვადასხვა პოპულარულ ქართულ მუსიკალურ ჯგუფებში. 2009 წლიდან არის პროექტი ”ასტროჯორჯიას” წევრი, ხმის ჩამწერი სტუდიის ხელმძღვანელი, ანსამბლ ჩვენებურების წევრი, ხმის რეჟისორი და თანამედროვე კომპოზიციების არანჟირების ავტორი. მღერის ბანს, არის მულტიინსტრუმენტალისტი.
|