GEO

ENG

მთავარი
ჩვენს შესახებ
წევრები
სიახლეები
ტურები და ფესტივალები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
აუდიო გალერეა
ტექნიკური რაიდერი
კონტაქტი


მსოფლიო მუსიკის ფესტივალი მესტიაში
21-25  აგვისტოს სვანეთში, კერძოდ, მესტიაში ჩატარდა მსოფლიო მუსიკის ფესტივალი. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს უცხოურმა ჯგუფებმა: Inculto (ლიტვა), Crossroads Blues Band (სომხეთი), Musicians from Estonia (ესტონეთი), ბაიარ შაჰინ-გუნდარიძე  და ბენდი (თურქეთი) და ასევეჯგუფებმა საქართველოდან: ”რეგიონი”, ”ზუმბალენდი”, ”ჩვენებურები”, ”ასტროჯორჯია”. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნა ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები : ”რიჰო” და ”ლატალი”.
mestia.jpg
ამ ფესტივალზე ჩვენებურები რამდენჯერმე წარდგნენ მაყურებლისა და მსმენელის წინაშე: პირველად ისინი ბაიარ-შაჰინ გუნდარიძესთან ერთად გამოვიდნენ, სადაც ბაიართან ერთად მთელი მისი საკონცერტო რეპერტუარი შეასრულეს.
მომდევნო დღეს ჯერ ორი კომპოზიცია შეასრულეს ესტონელ მუსიკოსებთან ერთად. ესტონელების შემდეგ კი ჩვენებურები სოლო ფოლკლორული პროგრამით დიდი წარმატებით გამოვიდნენ ფესტივალზე. 
ფესტივალის ბოლო დღეს ჩვენებურებმა შეასრულეს ერთობლივი კომპოზიციები ჯგუფ "რეგიონთან", ბაიარ-შაჰინ გუნდარიძესთან და ესტონელ მუსიკოსებთან ერთად. სულ ბოლოს კი გაიმართა ასტროჯორჯიას სოლო კონცერტი. 
აღსანიშნავია, რომ ჯგუფ "რეგიონთან" ერთად შექმნილი და რეგეის სტილში სვანურ ენაზე შესრულებული სიმღერა უკვე ჩაწერილია და სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი მსმენელთათვის.
 
Copyright © 2008 Ensemble 'Chveneburebi'. All rights reserved.