კონცერტი ანაკლიის ბანაკში |
7 აგვისტოს ანაკლიის პატრიოტულ ბანაკში გაიმართა ასტროჯორჯიას მორიგი კონცერტი. 
კონცერტამდე მიმდინარეობდა კლიპის გადაღება ზუმბას ახალ, სპეციალურად ბანაკისთვის დაწერილ სიმღერაზე - "ნუ ეხუმრები დროს." კლიპს სულ მალე იხილავს ქართველი მაყურებელი. ანაკლიის კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე, 1 აგვისტოს, თიანეთობა 2010-ის სახალხო დღესასწაულზე, ჯგუფი "ასტროჯორჯია" სოლო პროგრამით წარდგა თიანელი მაყურებლის წინაშე. |