ჩვენებურების ბალტიისპირული ტურნე პროექტ "ასტროჯორჯიას" ფარგლებში |
2010 წლის 7 ივნისს დასრულდა ჩვენებურების ბალტიისპირული ტურნე პროექტ "ასტროჯორჯიას" ფარგლებში. გასტროლები 20 დღე გაგრძელდა...
მთელი ამ ხნის განმავლობაში 12 კონცერტი ჩატარდა, მათ შორის 8 - ფოლკლორული. ჯგუფი სოლო პროგრამით წარდგა მსმენელის წინაშე რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალზე, ასევე ჩაატარა საქველმოქმედო კონცერტები. ზუმბასა და ჩვენებურების ამ ახალმა მუსიკალურმა პროექტმა ბალტიისპირელი მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ლიტვის ცენტრალური ტელევიზიის ინიციატივითა და მთავრობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, გაიმართა საქველმოქმედო კონცერტები, რომლიდან შემოსული თანხა გადაირიცხა ქართველი ლტოლვილი ბავშვების დასახმარებლად.
ჩვენებურებმა და ასტროჯორჯიამ მონაწილეობა მიიღეს ასევე ქართული კულტურის დღეებისადმი მიძღვნილ რამდენიმე კონცერტში, რომელსაც ორგანიზება ლატვიის ქართველთა სათვისტომო "სამშობლომ" გაუწია.
ამჟამად მზადდება ასტროჯორჯიას პირველი ოფიციალური აუდიო ალბომი, რომელსაც სულ მალე იხილავს ქართველი მსმენელი. კონცერტი უკვე დაგეგმილია ფესტივალ არტ-გენის ფარგლებში.
|