24 ნოემბერს ნატოს საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერით ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით: NATO-ს ექსპრესი.
საქართველოს რკინიგზის მიერ საგანგებოდ გამოყოფილ ვაგონზე სახელდახელოდ გაიმართა სცენა, რომელსაც ჩაება კიდევ ორი სამგზავრო ვაგონი და NATO-ს ექსპრესი დაიძრა დასავლეთის მიმართულებით. მატარებელი გზად გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, სენაკსა და საბოლოოდ ზუგდიდში გაჩერდა. თითოეულ ქალაქში ჩატარდა ზუმბასა და ჩვენებურების კონცერტები. პარალელურად, საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელებმა, სტუდენტებმა და მოსწავლეებმა მოსახლეობაში მიმდინარე წელს გამოცემული ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თემაზე შექმნილი ბუკლეტები და ლიტერატურა დაარიგეს. ღონისძიებამ თითოეულ სადგურზე დიდი წარმატებით ჩაიარა.
იხილეთ გალერეა
|