GEO

ENG

მთავარი
ჩვენს შესახებ
წევრები
სიახლეები
ტურები და ფესტივალები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
აუდიო გალერეა
ტექნიკური რაიდერი
კონტაქტი


ზუმბას & ჩვენებურების სოლო კონცერტი მთაწმინდის პარკში

         2009 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავად მთაწმინდის პარკში გამართული სოლო კონცერტით დაგვირგვინდა ზუმბასა და ჩვენებურების გასვლითი კონცერტების სერია რეგიონებში.

000008.jpg

          ზუმბა და ჩვენებურები ერთობლივი და განახლებული საკონცერტო პროგრამით წარდგნენ მსმენელის წინაშე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში. კერძოდ, სექტემბერში ორჯერ ესტუმრნენ საგარეჯოს რაიონს: ერთი კონცერტი გაიმართა საგარეჯოში, მეორე კი სამოქალაქო რეესტრის ინიციატივით – სოფელ იორმუღანლოში.

         17 სექტემბერს ზუმბა და ჩვენებურები რუის–ურბნისის ეპისკოპოსის მეუფე იობის ლოცვა–კურთხევითა და არქიმანდრიტ სტეფანეს (კორინთელი) ინიციატივით სოლო კონცერტით მიესალმნენ სასულიერო გიმნაზიის გახსნას ქარელში.

         ზუმბასა და ჩვენებურების კონცერტით აღინიშნა ასევე შემდეგი სახალხო დღესასწაულები: ფიროსმანობა – მირზაანში (დედოფლისწყაროს რაიონი),  შოთაობა – რუსთავში (ასპინძის რაიონი).

        კონცერტები გაიმართა ასევე რუსთავსა და თბილისში, რომლებიც ეძღვნებოდა, შესაბამისად, რუსთავ–ქალაქობისა და თბილისობის სახალხო დღესასწაულებს.

        საბოლოო, დამაგვირგვინებელი კონცერტი კი 23 ნოემბერს მთაწმინდის პარკ "ბომბორაში" ღია ცის ქვეშ გაიმართა. საკონცერტო პროგრამა შეიცავდა, როგორც ძველ მუსიკალურ ნომრებს, ასევე რამდენიმე ახალ კომპოზიციას. 

       ზუმბა და ჩვენებურები სექტემბრიდან მუშაობენ ერთობლივ ალბომზე, რომელიც სულ ცოტა ხანში იქნება მზად.

 
Copyright © 2008 Ensemble 'Chveneburebi'. All rights reserved.