არტ ზონა - პოლონეთი/თბილისი |
4 ოქტომბერს საერთაშორისო ფესტივალ ”არტ ზონა - პოლონეთი/თბილისის” ორგანიზებით კლუბ 33ა-ში გაიმართა ჩვენებურებისა და პოლონელ მთიელთა მუსიკალური ჯგუფის Psio Crew-ის ერთობლივი კონცერტი
ამ კონცერტის გამართვა ჯერ კიდევ 2008 წლის ოქტომბერში იგეგმებოდა, მაგრამ საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო პროექტი ერთი წლით გადაიდო.
როგორც ცნობილია, ვარშავის ხელმძღვანელობის დახმარებით, 2008 წლის 1 დეკემბერს ჩვენებურები პოლონეთს ეწვივნენ და Psio Crew-თან ერთკვირიანი ერთობლივი რეპეტიციების შემდეგ ვარშავის პალადიუმ კლუბში საერთო საკონცერტო პროგრამით წარდგნენ მაყურებლის წინაშე. კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა და ცხრაასკაციანი აუდიტორიის დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.
სწორედ მაშინ დაიგეგმა წლევანდელი კონცერტი თბილისში, რომელმაც ქართველი მსმენელების არანაკლები მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ Psio Crew-მა თბილისში ყოფნის პერიოდში დაიწყო ახალ ალბომზე მუშაობა, რომლის სახელწოდებაა ”სისა”. ეს სახელი ალბომს დაერქვა სიმღერის მიხედვით, რომელიც არის ქართული (კერძოდ, მეგრული), პოლონური მთისა და სენეგალური ფოლკლორული ნიმუშების ნაზავი ჩვენებურების, Psio Crew-ის და მამადუ დიუფის შესრულებით.
იხილეთ გალერეა
|