2009 წლის 28 აგვისტოს სომხეთში, ადგილობრივი მუსიკოსების ინიციატივით გაიმართა აქცია-კონცერტი” მუსიკოსები მშვიდობისათვის”.
სევანის ტბის პირას ჩვენებურები და ზუმბა ერთობლივი საკონცერტო პროგრამით წარდგნენ სომეხი მაყურებლის წინაშე. საკონცერტო პროგრამა მოიცავდა როგორც ქართულ ფოლკლორს, ასევე სხვადასხვა ეთნომუსიკალურ თემებზე იმპროვიზირებულ კომპოზიციებს, რამაც სომეხი მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა. თანამშრომლობა დღესაც გრძელდება და მომავალში იგეგმება ზუმბასა და ჩვენებურების სოლო კონცერტი ერევანის ეთნოკლუბში.
|