GEO

ENG

მთავარი
ჩვენს შესახებ
წევრები
სიახლეები
ტურები და ფესტივალები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
აუდიო გალერეა
ტექნიკური რაიდერი
კონტაქტი


ჩვენებურების პირველი აუდიო ალბომი

გამოვიდა ჩვენებურების პირველი აუდიო ალბომი სახელწოდებით – "ნენა ნენა". ალბომს სახელი დაერქვა ამავე სახელწოდების სიმღერის მიხედვით, რომლის მუსიკისა და ტექსტის ავტორი და, ასევე, ამ სიმღერაზე გადაღებული კლიპის რეჟისორია გია დიასამიძე.

disk1.jpgdisk2.jpg

 

 

 

 

 

 

 

 

ალბომში შესულია სიმღერები, რომლებიც ჩაწერილია გასვლითი ფოლკლორული ექსპედიციების დროს ზემო რაჭაში, ქვემო სვანეთში, ქიზიყსა და პანკისის ხეობაში. შესაბამისად, ალბომი მოიცავს ძირითადად ამ კუთხეების სიმღერებს.

ეს დისკი ჩვენებურების სადებიუტო ალბომია, რომლის შექმნაშიც დიდი წვლილი მიუძღვის რეჟისორ გია დიასამიძესა და ხმის რეჟისორებს: დავით ხოსიტაშვილსა და ლევან კიკვიძეს. ჩვენებურები დიდ მადლობას უხდის მათ გაწეული დახმარებისათვის.

დისკის შეძენა შესაძლებელია 23 ივლისიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმში არტ–გენის საინფორმაციო ცენტრში. დისკის ფასია 20 ლარი. შემდგომში ალბომის ყიდვა შესაძლებელი იქნება კლუბ "ეთნო 99.99%"–ში და კლუბ "33ა"–ში.

 
Copyright © 2008 Ensemble 'Chveneburebi'. All rights reserved.