GEO

ENG

მთავარი
ჩვენს შესახებ
წევრები
სიახლეები
ტურები და ფესტივალები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
აუდიო გალერეა
ტექნიკური რაიდერი
კონტაქტი


ჩვენებურების პირველი კლიპის პრეზენტაცია ვაკის პარკში
 
8 ივლისს, 8 საათზე, ვაკის პარკში, კლუბ "33ა"-ში, ფესტივალ "არტ-გენის" ფარგლებში გაიმართა "ჩვენებურების" პირველი ვიდეო კლიპის პრეზენტაცია და სოლო კონცერტი.
kakab.jpg

სიმღერას ჰქვია "ნენა ნენა". ტექსტისა და მუსიკის ავტორია გია დიასამიძე. მასვე ეკუთვნის კლიპის რეჟისურაც. ხმის ჩაწერაზე მუშაობდა დავით ხოსიტაშვილი

კლიპის ჩვენების შემდეგ გაიმართა კონცერტი, სადაც ანსამბლი "ჩვენებურები" მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით წარდგა. პროგრამა მოიცავდა როგორც ხალხურ სიმღერებს, ისე ხალხურ თემატიკაზე შესრულებულ ინსტრუმენტალურ კომპოზიციებს.

კლიპმა და სოლო კონცერტმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ანსამბლი დიდ მადლობას უხდის რეჟისორ გია დიასამიძეს და ხმის რეჟისორ დავით ხოსიტაშვილს; ასევე, ზაზა კორინთელს, ნიაზ დიასამიძესა და კლუბ 33ა-ს გაწეული თანადგომისა და დახმარებისათვის.

იხილეთ გალერეა

 
Copyright © 2008 Ensemble 'Chveneburebi'. All rights reserved.