ჩვენებურების ბალტიისპირული ტურნე |
2009 წლის 22-24 მაისს ესტონეთის ფოლკლორის აკადემიის მიწვევით ”ჩვენებურებმა” ესტონურ-უკრაინულ ჯგუფ ”Svjata Vatra"-სთან ერთად რამდენიმე კონცერტი გამართა ქალაქ ტალინსა და ვილიანდიში.
24-26 მაისს კი ლატვიის დედაქალაქ რიგაში ლატვიის ქართველთა სათვისტომო ”სამშობლოს” და ”ჩვენებურების” ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა ანსამბლ”ჩვენებურების” სოლო კონცერტები.
”ჩვენებურებმა” კონცერტებზე შერეული რეპერტუარი წარმოადგინეს, რამაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. სამომავლოდ ანსამბლი გეგმავს ”Svjata Vatra"-სა და მის სოლისტ რუსლან ტროჩინსკისთან საერთო საკონცერტო პროგრამის ჩვენებას ქართველი მაყურებლისათვის.
იხილეთ გალერეა
|