სოლომონ ილიას ძე გოგაშვილი
დაბადების თარიღი: 1978 წლის 20 ნოემბერი
წარმოშობა: ქიზიყი, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელი არბოშიკი
განათლება: 1996 წელს დაამთავრა სოფ. არბოშიკის საშუალო სკოლა. 2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიისა და გარემოს დაცვის სპეციალობით. 2003 წელს დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტის მაგისტრატურა ისტორიული დემოგრაფიის სპეციალობით. 2006 წელს დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის ასპირანტურა.
კავშირი ფოლკლორთან: ხალხურ სიმღერას ბავშვობიდან სოფელ არბოშიკში, ოჯახსა და სამეზობლოში ეზიარა,1997 წლიდან მღეროდა ანსამბლ ”არაგველებში” მამია ბაქრაძის ხელმძღვანელობით. 2001 წლიდან არის ანსამბლ ”ჩვენებურების” წევრი, მენეჯერი. მღერის ბანსა და მეორე ხმას, უკრავს ფანდურზე, ბას ფანდურსა და დოლზე.
|