ირაკლი გივის ძე აფხაიძე
დაბადების თარიღი: 1980 წლის 4 ივლისი
წარმოშობა: იმერეთი, თერჯოლის რაიონის სოფელი ღვანკითი
განათლება:1997 წელს დაამთავრა თერჯოლის მეორე საშუალო სკოლა, 2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სტატისტიკის სპეციალობით. 2003 წელს დაამთავრა იმავე ფაკულტეტის მაგისტრატურა. 2006 წელს დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის ასპირანტურა.
კავშირი ფოლკლორთან: ბავშობაშივე ოჯახიდან ეზიარა ქართულ ხალხურ სიმღერას. სკოლის ასაკიდან მღეროდა თერჯოლის რაიონის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ვაჟთა ანსამბლში. 2002-2003 წლებში მღეროდა საქართველოს სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ”ერისიონში”. 2003 წლიდან არის ანსამბლ ”ჩვენებურების” წევრი. მღერის პირველ და მეორე ხმას, უკრავს დაირაზე, დოლსა და დიპლიპიტოზე. გამოირჩევა ლამაზი და ძლიერი ხმის ტემბრით.
|