გიორგი გიორგის ძე სახოკია
დაბადების თარიღი:1985 წლის 26 მარტი
წარმოშობა: სამეგრელო, სენაკის რაიონის სოფელი შხეფი
განათლება: 2002 წელს დაამთავრა თბილისის 191–ე საშუალო სკოლა, 2005-2006 წლებში სწავლობდა ავსტრიის ქალაქ გრაცის ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტზე. 2006 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტი ეკონომიკური ინფორმატიკის სპეციალობით და თსუ–ს ფილოლოგიის ფაკულტეტი კავკასიოლოგიის სპეციალობით. 2008 წელს დაამთავრა თსუ–ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მაგისტრატურა.
კავშირი ფოლკლორთან: ბავშვობიდან მღეროდა ცნობილი ლოტბარის – ოთარ ბერძენიშვილის სხვადასხვა საბავშვო ანსამბლებში. თსუ–ში სწავლის პერიოდში მღეროდა თსუ–ს ისტორიის ფაკულტეტის ანსამბლში. 2007 წლიდან არის ანსამბლ "ჩვენებურების" წევრი, ფინანსური მენეჯერი. მღერის ბანს, პირველ ხმას, კრიმანჭულს. უკრავს ჩონგურზე, ფანდურზე, ჭიბონზე, ბას ფანდურსა და დოლზე, ცეკვავს.
|