GEO

ENG

მთავარი
ჩვენს შესახებ
წევრები
სიახლეები
ტურები და ფესტივალები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
აუდიო გალერეა
ტექნიკური რაიდერი
კონტაქტი


ბაჩუკი მუკბანიანი
bachuka.jpg

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბაჩუკი ჯემალის ძე მუკბანიანი

დაბადების თარიღი: 1983 წლის 7 მარტი

წარმოშობა: ქვემო სვანეთი, ჩოლურის თემის სოფელი თეკალი

განათლება: 2002 წელს დაამთავრა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ გოლთეთის საშუალო სკოლა. 2004 წელს ჩააბარა თბილისის საფინანსო-ეკონომიკურ კოლეჯში საბაჟო–საგადასახადო განხრით, რომელიც დაამთავრა 2006 წელს.

კავშირი ფოლკლორთან: ბაჩუკი მუკბანიანი არის თვითნასწავლი კომპოზიტორის, ლოტბარის, იოსებ მუკბანიანის შთამომავალი, მისი ბიძა, ჯუმბერ მუკბანიანი არის ლენტეხის რაიონის ჩოლურის თემის ანსამბლ “მიჟე-ნარის” ხელმძღვანელი, რომელიც ქვემო-სვანური სიმღერების უბადლო მცოდნედ და მოამაგედ არის ცნობილი. ბაჩუკი ბავშვობიდან ჯუმბერ მუკბანიანის ხელმძღვანელობით ეზიარებოდა ფოლკლორს, ხოლო 2002 წლიდან არის ფოლკლორულ ანსამბლ “ჩვენებურები”-ს წევრი. მღერის ბანს, ცეკვავს. გამოირჩევა ძლიერი ხმის ტემბრით.

 
Copyright © 2008 Ensemble 'Chveneburebi'. All rights reserved.