ვლადიმერ ჩალაძე (ვალოდია) |
ვლადიმერ ომარის ძე ჩალაძე
დაბადების თარიღი: 1985 წლის 28 ივნისი
წარმოშობა: რაჭა, ონის რაიონის სოფელი ლაგვანთა.
განათლება: 2002 წელს დაამთავრა ონის სკოლა ლიცეუმი; იმავე წელს ჩაირიცხა ს. ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე სახელმწიფო ხელოვნების კოლეჯში საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2005 წელს ლოტბარის სპეციალობით.
კავშირი ფოლკლორთან: ბავშობიდან მღეროდა ონის კულტურის სახლთან არსებულ ანსამბლში შალვა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. 2004 წლიდან არის ფოლკლორულ ანსამბლ “ჩვენებურების” წევრი. მღერის პირველ და მეორე ხმას, ბანს, ცეკვავს. გამოირჩევა ხმის განსაკუთრებულად ლამაზი და ძლიერი ტემბრით.
|